გაზიარება

Tuesday, July 10, 2018


შ.პ.ს. N 1 სკოლის ბუნებისმეტყველების მასწავლებლის

ირმა ბალანჩივაძის „ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილი პროცესში“ ტრენინგის

რ ეფ ლ ე ქ ს ი ა



მასწავლებელთა პროფესიული და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში 2018 წლის 26. 06-დან 10.07 ჩათვლით გავიარე ტრენინგის კურსი „ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილი პროცესში“   ქ-ნ ინგა კახიანის ხელმძღვანელობით.
ტრენინგზე მიღებული ინფორმაცია შესაბამისობაში მოდიოდა ჩემს ინტერესებთან და საჭიროებებთან  და იძლეოდა კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით უნარ-ჩვევების განვითარება-განმტკიცების საშუალებას.

აღნიშნული ტრენინგის მიმდინარეობისას გავეცანით ისეთ თემებს როგორიცაა Word-ის, Exel-ის, Powerpoint Presentation-ის დოკუმენტებზე მანიპულირება, გაკვეთილისა და პროექტის გეგმებზე მუშაობა, ბლოგის წარმოება და ა.შ.
 ეს ტრენინგი დამეხმარება ჩემი გაკვეთილი იყოს უფრო საინტერესო, სახალისო , კარგად დაგეგმილი და გამჭვირვალე როგორც ჩემთვის ასევე ჩემი მოსწავლეებისათვის.
მადლობა ჩვენს ტრენერს ქალბატონ  ინგა კახიანს ,რომელიც  გასაგებად და დაწვრილებით გვიხსნიდა  და გვპასუხობდა  ყოველ თემასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე.


ირმა ბალანჩივაძე

10.07.2018 წ.