შ.პ.ს.
N 1 სკოლის ბუნებისმეტყველების მასწავლებლის
ირმა
ბალანჩივაძის „ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილი
პროცესში“ ტრენინგის
რ
ეფ ლ ე ქ ს ი ა
მასწავლებელთა
პროფესიული და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში 2018 წლის 26. 06-დან 10.07
ჩათვლით გავიარე ტრენინგის კურსი „ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების
გამოყენება საგაკვეთილი პროცესში“ ქ-ნ ინგა კახიანის ხელმძღვანელობით.
ტრენინგზე
მიღებული ინფორმაცია შესაბამისობაში მოდიოდა ჩემს
ინტერესებთან და საჭიროებებთან და იძლეოდა
კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით უნარ-ჩვევების განვითარება-განმტკიცების
საშუალებას.
აღნიშნული ტრენინგის
მიმდინარეობისას გავეცანით ისეთ თემებს როგორიცაა Word-ის, Exel-ის, Powerpoint Presentation-ის დოკუმენტებზე
მანიპულირება, გაკვეთილისა და პროექტის გეგმებზე მუშაობა, ბლოგის წარმოება და ა.შ.
ეს ტრენინგი დამეხმარება ჩემი გაკვეთილი იყოს უფრო საინტერესო, სახალისო , კარგად დაგეგმილი და გამჭვირვალე როგორც ჩემთვის ასევე ჩემი მოსწავლეებისათვის.
მადლობა ჩვენს ტრენერს ქალბატონ ინგა კახიანს ,რომელიც გასაგებად და დაწვრილებით გვიხსნიდა და გვპასუხობდა ყოველ თემასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე.
ირმა ბალანჩივაძე
10.07.2018 წ.